გაკვეთილის გეგმა
ლია ივანიძე
მასწავლებელი
|
ლია ივანიძე
|
საგანი ბიოლოგია
|
კლასი X კლასი
|
თემა მაკონტროლებელი სისტემა
|
დრო...45....... წუთი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
22 მოსწავლე
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლე მსჯელობს რეფლექსზე და მის შესაბამის სტრუქტურებზე ( ნეირონი
რეცეპტორი შემსრულებელი ორგანო) კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით ქმნის რეფლექსური
რკალის გეგმას.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
ბიოლ.X. 10
მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს მაკონტროლებელი სისტემის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის.
განასხვავებს პირობთ და უპირობო
რეფლექს და სქემატურად გამოსახავს რეფლექსურ რკალს.
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
|
მოსწავლემ უნდა იცოდეს ნერვული ქსოვილის აგებულება, ნერვული სისტემის
აგებულება და დანიშნულება
|
შეფასება თვითშეფასება
|
განმსაზღვრელი შფასება. აკვირდება ილუსტრაციას, აღწერს პროცესის მიმდინარეობას
და გამოსახავს სქემატურად, აკეთებს შედარებას , მოყავს მაგალითები , მუშაობს დამოუკიდებლად.
|
სასწავლო მასალა და რესურსები
|
ტექსტი, თვალსაჩინო მასალა, იტერნეტ რესურსი.
|
აქტივობა N1 შესვალი საუბარი ფილმის ჩვენება (15 წუთი)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეების ინფორმირება ნერვული და ენდოკრინული სისტემის მნიშვნელობაზე.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რომ ნერვული და ენდოკრინული სისტემა საშუალებას
გვაძლევს ვუპასუხოთ სტიმულს. ნერვული და ენდოკრინული სისტემები განსხვავდება სტიმულზე
პასუხის თვალსაზრისით. ვუხსნი მოსწავლეებს რომ ნერვული სისტემა უფრო სწრაფად მოქმედებს
სტიმულის საპასუხოდ ვიდრე ენდოკრინული სისტემა.კლასს ვუსმევ კითხვებს:
·
როგორ იქცევით როდესაც ხელს კიდებ ცხელ ან მჭრელ საგანს?
·
როგორ ფიქრობთ რატომ გაქვთ ასეთი რეაქცია?
ამის შემდეგ მოხდება ფილმის ჩვენება და მოსწავლეები აღწერენ თითოეულ
ეპიზოდს.
(5 წუთი)
აქტივობა N 2 ტექსტზე მუშაობა, სქემის შექმნა (15 წუთი)
აქტივობის მიზანი:
რეფლექსური რკალის სქემის შექმნა.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვთხოვ წაიკითხონ ტექსტი და მოხაზონ რეფლექსური რკალის სქემა. განვიხილავ
რამოდენიმე მოსწავლის სქემას და კლაას ვუსვამ კითხვებს :
·
რა არის რეფლექსი?
·
რას ეწოდება რეფლექსური რკალი?
·
მოიყვანე კონკრეტული მაგალითი და მოხაზე რეფლექსური
რკალი.
·
რეფლექსი მარტივად განიმარტება როგორც პასუხი გამღიზიანებელზე.
განმარტე რა გამღიზიანებელზეა საუბარი?
აქტივობა N 3 გაკვეთილის შეჯამება.(
10 წუთი)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეათა
პასუხების შეჯამება.
აქტივობის ღწერა: ვაჯამებ მოსწავლეთა პასუხებს და
ვაძლევ საშინაო დავალებას
|
No comments:
Post a Comment